მამუკა მდინარაძე – მიხეილ სააკაშვილზე: ეს ადამიანი არის აგონიაში მყოფი ბოროტი წარსული

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის” ეთერში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სააკაშვილი მკვეთრი განცხადებებით ცდილობს, მოიპოვოს ნდობა, მაგრამ იგი განწირულია და ქვეყანაში სულ ცოტა ადამიანი რჩება, ვისაც კიდევ სჯერა მისი ტყუილების.

- რეკლამა -

- რეკლამა -

„ამ ქვეყანაში თუკი ვინმე დარჩა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი, ალბათ, რეალურად აფასებს სიტუაციას ყველა და ყველა ხვდება, რომ ეს ადამიანი არის წარსული, ბოროტი წარსული, აგონიაში მყოფი, რაღაც პოლიტიკური სუბიექტების ლიდერი, რომელსაც ისღა დარჩენია, რომ ვითომ მკვეთრი განცხადებებით მოიპოვოს მხარდაჭერა, მაგრამ განწირულია და მისი „მესიჯ ბოქსით” წარმოუდგენელია, ამ ქვეყანაში დარჩეს ბევრი ადამიანი, ვისაც კიდევ სჯერა მისი ტყუილებისა და მისი განწირული რიტორიკის. სუბიექტურად მისი განცხადებები შეიძლება, „ქართული ოცნების” წისქვილზე ასხამდეს წყალს, მაგრამ ასეთი ოპოზიცია, ის და მისი კლასტერი, წარმოუდგენელია, რომ ქვეყნის წისქვილზე ასხამდეს წყალს. ერთი გაგებით ასეთი სუსტი ოპონენტი შეიძლება, პარტიისთვის იყოს კარგი, მაგრამ ასეთი ცუდი ოპონენტი და ასეთი ცუდი ოპოზიცია თავისი ლიდერით ქვეყნისთვის ძალიან ცუდია. ამიტომ, ქართველ ხალხს ახლა უნიკალური შესაძლებლობა აქვს, რომ ამ საპარლამენტო არჩევნებზე ჩამოაშოროს საერთოდ პოლიტიკისგან და ის სივრცე რაც დარჩება, რადიკალური ოპოზიციის ის ნიშა თუნდაც საქმეზე მოლაპარაკე ხალხმა აიღოს და უკვე ოპონირება გაგვიწიონ 2020-დან 2024-მდე იმგვარად, რომ მათ ჰქონდეთ წარმატების შანსი. წარსულის პარტიას არანაირი შანსი აღარ აქვთ საამისოდ და იქნებ საგნობრივად მოლაპარაკე გახდეს ჩვენი ოპონენტი, რაც სასიამოვნო იქნება როგორც საზოგადოებისთვის, ასევე, ჩვენთვისაც”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები