23 სექტემბერი რომი შნაიდერის დაბადების დღეა

1938 წლის 23 სექტემბერს, ვენაში ლეგენდარული რომი შნაიდერი დაიბადა.მას 82 წელი შეუსრულდებოდა.

მან 15 წლის ასკაში დაიწყო კარიერა. 1955-1957 წლებში ითამაშა მთავარი პერსონაჟი და განასახიერა ავსტრიის დედოფალი ელისაბედი ფილმში „Sissi″.
რომი შნაიდერმა  უამრავ ფილმში განასახიერა სხვადასხვა როლი. იგი დაჯილდოვდა „ოქროს გლობუსით“. მან ერთდროულად მოაჯადოვა ავსტრიაც და საფრანგეთიც.
1958 წელს ის შეხვდა ალენ დელონს. მათ ერთმანეთი შეუყვარდათ და დაინიშნენ. რომი შნაიდერი საცხოვრებლად გადავიდა საფრანგეთში, სადაც დიდ წარმატებას მიაღწია. 1963 წელს რომი და ალენი ერთმანეთს დაშორდნენ. 1958 წელს რომიმ და ალენმა ერთად ითამაშეს ფილმში „კრისტინა“. ხოლო მეორედ, დაშორების შემდეგ, 1968 წელს, ალენმა მას ისევ შესთავაზა, მიეღო მასთან ერთად მონაწილეობა ფილმში „აუზი“. მათი წყვილი აღიარებულია მშვენიერების, ახალგაზრდობისა და წარმატების სიმბოლოდ. რომი წერდა, რომ მისი ცხოვრება მთლიანად სამმა ადამიანმა შეცვალა, ესენი იყვნენ: ალენ დელონი, ლუკინო ვისკონტი და კოკო შანელი.

1966 წელს რომი შნაიდერი მეორედ გათხოვდა და ცოლად გაჰყვა რეჟისორ ჰარი მეიენს. მათ შეეძინებათ ვაჟი დევიდი. მოგვიანებით რომი და ჰარი დაშორდნენ.

1975 წელს რომი მესამედ დაქორწინდა დანიელ ბიასინიზე, რომელთანაც შეეძინება ქალიშვილი სარა. რომისთვის მესამე ქორწინებაც უიღბლო აღმოჩნდა და 1981 წელს ისინი დაშორდნენ.

1981 წელს რომის ცხოვრებაში მოხდა დიდი ტრაგედია. მას დაეღუპა 14 წლის ვაჟიშვილი დევიდი. შვილის სიკვდილის შემდეგ რომი დეპრესიაში ჩავარდა და ალკოჰოლს მიეძალა.

რომი შნაიდერი გარდაიცვალა 1982 წელს, 43 წლის ასაკში. ვრცელდებოდა ვარაუდები, რომ მან თავი მოიკლა, მაგრამ ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ დადგინდა, რომ მას გული გაუსკდა. იგი დაკრძალულია პარიზში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები