საინფორმაციო შეხვედრა ეროვნულ კინოცენტრში

ეროვნულ კინოცენტრში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა, რომელზეც მოწვეულმა მხარეებმა განიხილეს კინოარქივების, უფრო ზუსტად კი, კინოფირების საცავების საკითხი.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, შეხვედრას ეროვნული კინოცენტრის თანამშრომლებთან ერთად ესწრებოდნენ:  საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსი ნანა დოლიძე,  სსიპ ეროვნული არქივის დირექტორი თეონა იაშვილი, კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივის დირექტორი გიორგი კაკაბაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის სატელევიზიო არხების ხელმძღვანელი რუსუდან მანჯგალაძე, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დირექტორთა საბჭოს წევრი  ხათუნა ხუნდაძე და  კინოსტუდია “ქართული ფილმის“ დირექტორთა საბჭოს წევრი გიორგი ხარებავა.
შეხვედრის მსვლელობისას აღნიშნული ინსტიტუციების წარმომადგენლებმა ისაუბრეს ფირსაცავებში არსებული მდგომარეობის შესახებ, განიხილეს კინოარქივებთან დაკავშირებული იურიდიული თუ ტექნიკური საკითხები და დასახეს საერთო სახელმწიფო ფირსაცავის დაარსების და კინოფირების მსოფლიო სტანდარტების მიხედვით მოვლა-შენახვის კონკრეტული სამოქმედო გეგმა. ერთობლივად შემუშავებული პროექტი უახლოეს ხანებში მთავრობას წარედგინება განსახილველად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები