გოგი მეშველიანი ბოლნისში ამომრჩეველს შეხვდა

„ქართული ოცნების“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოგი მეშველიანი ბოლნისის მუნიციპალიტეტში -ხახალაჯვარის, წიფორის, ზვარეთის, რატევანისა და ტანძიის მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრებზე მმართველი გუნდის კანდიდატმა მიმდინარე და დასრულებლ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა. მისი თქმით, სოფელ ზვარეთში მალე დასრულდება ახალი სკოლის მშენებლობა, ასევე, მოხდა ტანძიის გაზიფიცირება, ხოლო რატევანში მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზების კეთილმოწყობა.

გოგი მეშველიანის თქმით, მისთვის კარგად არის ცნობილი ამ სოფლების მოსახლეობის საჭიროებები და ეცდება მათგან მიღებული დავალებების უმოკლეს ვადაში გადაჭრას.

„ამ სოფლების მცხოვრებლებთან დიდი ხანია ახლო კონტაქტი მაქვს. მოსახლეობამ განსაკუთრებული მხარდაჭერა დააფიქსირა ჩვენი გუნდის მიმართ. ჩვენ მომავალშიც აქტიურად ვიქნებით ჩართული ყველა დასახლების საჭიროებების კვლევაში და ვეცდებით, მიღებული დავალებები უმოკლეს ვადაში შევასრულოთ“, – განაცხადა გოგი მეშველიანმა.

ინფორმაციას კანდიდატის პრესსამსახური ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები