„ეკვილიბრიუმი“ გორში

ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა „ეკვილიბრიუმი“ ამჯერად გორს ესტუმრა. ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ფეისბუქის გვერდზე წერს, რომ სოფელ დიცში, ოკუპაციის გამყოფ ხაზთან, ლიტერატურული ფესტივალის დაფუძნება იგეგმება.
„ამჯერად გორი – ჯერ სოფელი თორტიზა, რომელიც 2008 წელს ოკუაპაციურმა ჯარმა დაბომბა და ამ სკოლის მოსწავლე შესანიშნავი ბიჭი შეიწირა. იქ მცირე ბიბლიოთეკა მოვაწყვეთ. შემდეგ მემორანდუმი გორის უნივერსიტეტთან – იგეგმება სოფელ დიცში, ოკუპაციის გამყოფ ხაზთან, ლიტერატურული ფესტივალის დაფუძნება“, – წერს გიორგი კეკელიძე.
მოძრაობის მხარდამჭერია „გალფი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები