სამეგრელოში ოპერაციული შტაბის სხდომაზე კორონავირუსის პრევენციულ ღონისძიებებზე იმსჯელეს

კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული სამეგრელო-ზემო სვანეთის ადგილობრივი ოპერაციული შტაბის სხდომა გაიმართა. სხდომას სახელმწიფო რწმუნებული მოვალეობის შემსრულებელი  – მალხაზ თორია ხელმძღვანლობდა. სხდომას ზუგდიდის მერი, სამართალდამცავი და ჯანდაცვის უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

- რეკლამა -

- რეკლამა -

შეხვედრაზე განიხილეს კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ერთობლივად გასატარებელი ღონისძიებები, მოისმინეს კლინიკებსა და საკარანტინე ზონებში არსებული ვითარება.

ყურადღება გამახვილდა რეგიონში სადეზინფექციო საშუალებებით თავშეყრის ადგილების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, სასწავლო დაწესებულებებისა და სავაჭრო ობიექტების დამუშავების მიმდინარე და დაგეგმილ სამუშაოებზე.

საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის სამსახურის წარმომადგენლებმა შტაბს რეგიონში ეპიდვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

დღეს ზუგდიდში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოვლენილია ინფიცირებულების 70-ზე მეტი კონტაქტი. ამ დროისთვის, რეგიონში კორონავირუსის ინფეციით 25 ადამიანი მკურნალობს. მარტის თვიდან კორონავისრუსზე სულ რეგიონში გაიტესტა 27 ათასზე მეტი მოქალაქე, აქედან 74 ადგილობრივს გამოუვლინდა ინფექცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები