“ჩემი მიზანია, შევხვდე აჭარაში კოვიდ-19-ის სამკურნალო დაწესებულების ხელმძღვანლობას, სამედიცინო პერსონალს, მივცე მათ დაავადების მართვის რეკომენდაციები”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ბათუმში განაცხადა.
მისივე თქმით, კორონავირუსის პრევენციისთვის ქვეყანაში არსებული რეგულაციების დაცვა აუცილებელია.
“ჩემი მიზანია, შევხვდე აჭარაში კოვიდ-19-ის სამკურნალო დაწესებულების ხელმძღვანლობას, სამედიცინო პერსონალს, მივცე მათ დაავადების მართვის რეკომენდაციები და ექიმებს ჩავუტარო ტრენინგები. არსებული სიტუაცია რომ შევინარჩუნოთ და მივიღოთ სტაბილიზაცია, რათა მოხდეს დაავადების ლიკვიდაცია, აუცილებელია მოსახლეობის თანადგომა, დავიცვათ რეგულაციები, რომ ვითარების მართვა შევძლოთ”, – განაცხადა ეზუგბაიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში დღეს კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 137 აჭარას უკავშირდება.