“საუკუნის ძარცვა” ქუთაისში – მიკროსაფინანსო კომპანია საცხოვრებელი კორპუსის სარდაფიდან გაქურდეს

ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან სეიფი მოიპარეს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, წაღებულია ნახევარ მილიონამდე ლარი და ძვირფასი ნივთები.

“რეგიონული კვირის” ინფორმაციით, უცნობმა პირებმა კორპუსის სარდაფიდან იატაკი ამოჭრეს და შენობაში ამ ფორმით შეაღწიეს. ადგილობრივების თქმით, შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ადვოკატის თქმით, შემთხვევის დროს სიგნალიზაცია ჩაირთო, ადგილზე მივიდა დაცვის პოლიცია, თუმცა, ისინი შენობაში არ შევიდნენ და ობიექტი ისე დატოვეს, რა დროსაც ქურდებმა მშვიდად წასვლა მოახერხეს.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება, სამართალდამცვველებმა კამერების ჩანაწერები ამოიღეს და ადგილობრივები გამოკითხეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები