ლევან გოფოძე: კორონავირუსით გარდაცვლილი 23-ე პაციენტის მდგომარეობა იყო უკიდურესად მძიმე, ჰქონდა გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიები და დიაბეტი
“კორონავირუსით გარდაცვლილი 23-ე პაციენტი 65 წლამდე იყო, ჰქონდა გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიები და დიაბეტი”, – ამის შესახებ „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ დირექტორმა, ლევან გოფოძემ განაცხადა.
ექიმის თქმით, მდგომარეობა მძიმე იყო და, მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
„გარდაცვლილი მამაკაცი იყო 60 წელს გადაცილებული. ეს პაციენტი ჩვენთან სხვა კლინიკიდან გადმოიყვანეს. დაახლოებით, 15 დღეს მკურნალობდა. მისი მდგომარეობა იყო უკიდურესად მძიმე, რადგან იყო დისტრეს სინდრომი, იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე. პაციენტთან განვითარდა მიოკარდიუმის ინფარქტი, კორონაროგრაფია სტენტირებით. ერთი პერიოდი გამოსწორდა მდგომარეობა, მაგრამ ისევ რეინფარქტი მოხდა. ორჯერ ავამუშავეთ გული გაჩერების შემდეგ, მაგრამ მესამეჯერ ეს ვეღარ მოხერხდა. მისი მდგომარეობა დაამძიმა იმან, რომ ჰქონდა გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიები, დიაბეტი“, – განუცხადა ლევან გოფოძემ.