ზუგდიდის მერი: მოვუწოდებთ მოქალაქეებს, გაუფრთხილდეთ ერთმანეთს და მაქსიმალურად დავიცვათ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები

„კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში“, მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით, დეზინფექცია უტარდება იმ ობიექტს, სადაც კრონავირუსის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.

ზუგდიდში კორონავირუსისი 2 ახალი შემთხევა გამოვლინდა. ერთი მათგანი, 50 წლამდე მამაკაცი ,,ოქროს ბირჟაზე,, მუშაობს, მეორე კი 72 წლის ქალბატონია. ამ დროისთვის 50 წლამდე მამაკაცის 45 კონტაქტია გამოვლენილი და მიმდინარეობს ღრმა ეპიდკვლევა.

რაც შეეხება მეორე დადსტურებულს, მას 25 კონტაქტი ჰყავს, ამ შემთხვევაშიც მიმდინარეობს დამატებითი კვლევები.

,,ოქროს ბირჟა,, რომელიც რუსთაველის 94-ში მდებარეობს, დროებით დაიკეტა და ყველა თანამშრომლის ტესტირება მიმდინარეობს, ტერიტორიაზე ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება. ეპიდემიოლოგები აქტიურად მუშაობენ კონტაქტების მოძიებაზე. ამ ეტაპზე ის ობიექტი, სადაც შემთხვევა დაფიქსირდა, მუშავდება სპეციალური ხსნარით. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოქალაქეებს, დაიცვან რეკომენდაციები და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“, -აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები