ქვემო ხოდაშენში საჯარო სკოლის სახურავის რეაბილიტაცია დასრულდა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში საჯარო სკოლის შენობის ელექტროგაყვანილობისა და სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 95 867 ლარით დაფინანსდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია შპს “ურიშმა” შეასრულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები