მარინა ენდელაძე: კორონავირუსით გარდაცვლილ ორივე პაციენტს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილ ორივე პაციენტს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

მისივე თქმით, გარდაცვლილთაგან ერთი ბათუმში მკურნალობდა, ხოლო მეორე პაციენტი იყო ქუთაისში, რომელიც გადაიყვანეს ბათუმიდან.

„გარდაიცვალა 2 პაციენტი. აქედან ერთ-ერთი – 67 წლის მამაკაცი, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა, იყო კრიტიკულად მძიმე, ჰქონდა სხვადასხვა თანმხლები დაავადება, ესენია – არტერიული ჰიპერტენზია, ინსულტი, შაქრიანი დიაბეტი, ქრონიკული მოციმციმე არითმია და შესაბამისად, ამ პაციენტის მდგომარეობიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა.

მეორე გარდაცვლილ პაციენტსაც მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა, ესენია – შაქრიანი დიაბეტი, ინსულტი, თავის ტვინის ქერქის ატროფია, ორმხრივი მწვავე პნევმონია, გულის იშემიური დაავადება და შესაბამისად, მისი გადარჩენაც ვერ მოხერხდა“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 218-ით გაიზარდა და 3913 -ს შეადგენს, საიდანაც 1574 უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 22 ადამიანი გარდაიცვალა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები