მარინა ენდელაძე: ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება ძალიან საყურადღებოა, მაგრამ არა – საგანგაშო
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის განცხადებით, ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება ძალიან საყურადღებოა, მაგრამ არა – საგანგაშო.
მისივე თქმით, კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა დრამატული არ არის.
“ძალიან კარგი მდგომარეობა არ არის, მაგრამ არის ძალიან საყურადღებო და არა – საგანგაშო. ეს რიცხვი დრამატული არ არის. ვფიქრობ, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა სრულად მოერევა ამ სიტუაციას. პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმებთან ტრენინგები მიმდინარეობს. ვფიქრობ, ჩვენი ქვეყანა ამ ვითარებას მოერევა. როგორც ვიცი, ისევ ე.წ. მწვანე ზონაში ვართ, აჭარის გარდა”, – განაცხადა ენდელაძემ.