ჭიათურის მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებით სარგებლობს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ჭიათურის 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები დაასრულა.
როგორც “კვირას” გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან აცნობეს, ჭიათურაში მოეწყო წყლის სრულად ახალი სათავე ნაგებობა, წყლის შემკრები რეზერვუარი, წყალმომარაგების გამანაწილებელი ქსელი და ჭაბურღილები. აგრეთვე, აშენდა საქლორატორო სადგური. რეაბილიტაცია ჩაუტარდა არსებულ სატუმბ სადგურებსა და რეზერვუარებს, ასევე, აშენდა ახალი რეზერვუარი.
“ჭიათურას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდებოდა, განხორციელებული სამუშაოების შედეგად კი, ქალაქში არსებული პრობლემა საბოლოოდ გამოსწორდა და 20 000-მდე ადგილობრივი 24-საათიანი წყალმომარაგებით სარგებლობს.
პროექტი აზიის განვითარების ბანკმა 43 მილიონ ლარზე მეტით დააფინანსა,, – ნათქვამია წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციაში.