რუსთავში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსთავის კორონავირუსი 2 პირს დაუდასტურდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში მოწყობილი “ცხელების ცენტრის” ხელმძღვანელმა, პაპუნა ბახტაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ერთ-ერთი ინფიცირებული რუსთაველია, მეორე კი შემოტანილი შემთხვევაა.

“ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა ჩვენთან. ერთი პირი თურქია, ტრაილერის მძღოლი, მეორე რუსთაველია. ამ წუთებში მიმდინარეობს ეპიდკვლევა და, ჯერჯერობით, დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ.
ჩვენთან რჩება სამი საეჭვო პაციენტი და ველოდებით მათ პასუხებს ლუგარის ლაბორატორიიდან”, – გვითხრა პაპუნა ბახტაძემ.

ცნობისთავის, ჯამურად, რუსთავში, 29 აგვისტოდან დღემდე კორონავირუსის 42 შემთხვევა გამოვლინდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები