რკინიგზით გადაზიდული ტვირთების მოცულობა 4.5 %-ით გაიზარდა

8 თვეში რკინიგზით 7.15 მლნ ტონა ტვირთი გადაიზიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდამ 4.5 % შეადგინა.

რკინიგზით 1.93 მლნ ტონა ნავთობპროდუქტებია გადაზიდული, შემცირებაა მარცვლეულისა და შაქრის გადაზიდვებში. რაც შეეხება რკინისა და მანგანუმის ჯგუფს – აქ ზრდაა და გადაზიდული ტვირთის მოცულობა 376 000 ტონას აღემატება, გაზრდილია ასევე სასუქების გადაზიდვები.

საქართველოს დერეფნით 687 000 ტონამდე სასუქია გადატანილი. წელს საქართველოს სარკინიგზო დერეფანს აქტიურად იყენებს თურქმენეთი. საქართველოში ელიან, რომ შუააზიური ქვეყნიდან საქართველოს მიმართულებით ტვირთის ნაწილის გადმომისამართდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები