კახა კალაძე: სააკაშვილს ვეთანხმები, კოალიციური მთავრობის მეც არ მჯერა

“ზოგადად, მაგაში ვეთანხმები, მეც არ მჯერა კოალიციური მთავრობის. ამის აუცილებლობა არ არის”, – ასე შეაფასა თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადება.

კალაძის თქმით, “ქართული ოცნება” არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

“ზოგადად, მაგაში ვეთანხმები, მეც არ მჯერა კოალიციური მთავრობის. ამის აუცილებლობა არ არის. დღეს პოლიტიკური პარტია, “ქართული ოცნება” საქართველოში არის ერთადერთი ძალა, რომელსაც აქვს იმის რეალური შესაძლებლობა, რომ არჩევნები ძალიან მაღალი შედეგით დაასრულოს ისე, რომ არანაირი კოალიციის შექმნის საჭიროება არ იყოს”, – აღნიშნა კალაძემ.

მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია – “ნაციონალური მოძრაობა” ამ არჩევნებზე იბრძვის მაქსიმალური რაოდენობის ხმების და, ამავე დროს, უმრავლესობის მოსაპოვებლად. ამასთან, რა თქმა უნდა, ვისურვებ, რომ ყველა ხმა, რომელიც არ მიემართება ,,ნაციონალური მოძრაობისა” და მის ირგვლივ გაერთიანებული ჯგუფების მხარდასაჭერად, წავიდეს არა ივანიშვილის, არამედ – სხვა ოპოზიციური ძალებისაკენ”.

ასევე, სააკაშვილის თქმით, – “მე ვხედავ საზოგადოების კოალიციას. საერთოდ არ ვხედავ პარტიულ კოალიციას. ამ არჩევნებზე “ნაციონალური მოძრაობა” უმრავლესობას აიღებს ან საქართველო დაიღუპება”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები