კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საგარეჯოს ცენტრალური ქუჩების მორეცხვითი სამუშაოები ჩატარდა

გვიან ღამით, კორონავირუსის საფრთხის თავიდან აცილებისა და პრევენციის მიზნით, სადეზინდექციო ხსნარით, ქალაქ საგარეჯოს ცენტრალური ქუჩების მორეცხვითი სამუშაოები განხორციელდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
“საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის კრიზისების მართვის ჯგუფმა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი – გიორგი ერბოწონაშვილი და მერის პირველი მოადგილე – ალექსი გილაშვილი კურირებენ, მიიღო გადაწყვეტილება, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით თავშეყრის ადგილები სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით ეტაპობრივად დამუშავდეს. 15 სექტემბრიდან შპს “სუფთა მუნიციპალიტეტი 2018-“ის თანამშრომელთა მობილურმა ჯგუფმა დაიწყო საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების გეგმური დამუშავება. რაც შეეხება სოფლებს, ხვალიდან ყველა სოფელში პარალელურ რეჟიმში განხორციელდება სადეზინფექციო სამუშაოები და სპეციალური ხსნარით, მექანიკურად დამუშავდება თავშეყრის ადგილები და სასწავლო დაწესებულებების მიმდებარე პერიმეტრები.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს,
შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოსა და შპს “სუფთა მუნიციპალიტეტი 2018″-ის ყველა თანამშრომელს გაწეული დახმარებისთვის”, – ნათქვამია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები