რატი იონათამიშვილი – სააკაშვილზე: „ნაცმოძრაობა” და მისი ანასხლეტები ქართველი ხალხისთვის მიუღებლები იყვნენ და არიან

ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებები შეაფასა.

იონათამიშვილის თქმით, “ნაცმოძრაობა” და მისი “ანასხლეტები” ქართველი ხალხისთვის მიუღებლები იყვნენ და არიან.

„ნაციონალური მოძრაობა” და მისი ანასხლეტები როგორი მიუღებლებიც იყვნენ ქართველი ხალხისთვის მაშინ, როცა იყვნენ ხელისუფლებაში და როგორი დანაშაულებრივებიც იყვნენ, ასეთი დანაშაულებრივი არიან მაშინ, როდესაც ისინი არიან ოპოზიციაში. ვერც პირველ და ვერც მეორე შემთხვევაში ისინი ვერ ასრულებენ იმ ამოცანებს, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს. სწორედ ამიტომ გაუშვა ეს დანაშაულებრივი, კრიმინალური ორგანიზაცია ხელისუფლებიდან ჩვენმა მოსახლეობამ და, როგორც ჩანს, ამ არჩევნებზე უკვე ოპოზიციიდანაც გაუშვებს.

საქართველოსა და ქართველ საზოგადოებას აქვს ერთი არჩევანი, ეს არის  ჩვენი ქვეყნის უკეთესი დღე, პროგრესული მომავალი და უფრო მეტი სიახლოვე ნატოსთან და ევროკავშირთან. ამ გეზზე პასუხისმგებლობას იღებს სრულიად “ქართული ოცნება”,- განაცხადა იონათამიშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია – “ნაციონალური მოძრაობა” ამ არჩევნებზე იბრძვის მაქსიმალური რაოდენობის ხმების და ამავე დროს უმრავლესობის მოსაპოვებლად. ამასთან, რა თქმა უნდა, ვისურვებ, რომ ყველა ხმა, რომელიც არ მიემართება ,,ნაციონალური მოძრაობისა” და მის ირგვლივ გაერთიანებული ჯგუფების მხარდასაჭერად, წავიდეს არა ივანიშვილის, არამედ – სხვა ოპოზიციური ძალებისაკენ”.

ასევე, სააკაშვილის თქმით, – “მე ვხედავ საზოგადოების კოალიციას. საერთოდ არ ვხედავ პარტიულ კოალიციას. ამ არჩევნებზე “ნაციონალური მოძრაობა” უმრავლესობას აიღებს ან საქართველო დაიღუპება”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები