ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე გურიფულში ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის გურიფულის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ მეორე გურიფულში ხელოვნურსაფარიანი მინი სპორტული მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს. სპორტული მოედნის მშენებლობის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი, გოჩა ქაჯაია გაეცნო.

სტადიონის მოწყობის ინიციატივით მერიას სოფლის მოსახლეობამ მომართა. სტადიონის მშენებლობა ნოემბრის ბოლომდე დასრულდება და ადგილობრივ მოსახლეობას კეთილმოწყობილი სპორტული ინფრასტრუქტურით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ.

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 92502 ლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები