ილჰამ ალიევი: საქართველო ძალიან საიმედო პარტნიორია, მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას ამისათვის

“საქართველო ძალიან საიმედო პარტნიორია. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას ამისათვის. შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს მთავრობის სახით ჩვენ ვხედავთ საიმედო პარტნიორს და მეგობარს. ჩვენი სამთავრობათშორისი ურთიერობები ყოველდღე ძლიერდება. ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება“, – ამის შესახებ 19 სექტემბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ცერემონიის შემდეგ ადგილობრივ ტელეარხებთან ინტერვიუში განაცხადა.

„უნდა ითქვას, რომ ძალიან დასაფასებელია საქართველოს მთავრობის მოქმედება. მოგეხსენებათ, რომ საქართველომ არ დაუშვა იარაღის ტრანსპორტირება სომხეთში მისი ტერიტორიის გავლით“, – აღნიშნა ალიევმა ინტერვიუში.

„საქართველოს უახლოეს მომავალში ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი. ეს იქნება მისი პირველი ვიზიტი საქართველოში, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობის რანგში. ჩვენ გვაერთიანებს ისტორიული კავშირები და საერთო ინტერესები. დღეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის კავშირები და თანამშრომლობის განვითარება ემსახურება ორივე ქვეყნის ინტერესებს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ საქართველო და აზერბაიჯანი მჭიდრო კავშირში არიან და ეს გაგრძელდება,“ – აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები