კოვიდინფიცირებული პაციენტის გარდაცვალების შესახებ კლინიკა “ბომონდი” განცხადებას ავრცელებს

კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის გარდაცვალებაზე კლინიკა “ბომონდი” განცხადებას ავრცელებს.

“60 წლამდე ასაკის ქალბატონი აფხაზეთიდან კატასტროფის ბრიგადამ კლინიკაში 19 სექტემბერს დადასტურებული კოვიდ 19-ით, მძიმე მდგომარეობაში შემოიყვანა. პაციენტს ორმხრივი პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა.

პაციენტს თან ახლდა თანმდევი დაავადებები: ct -ზე დიფუზური დაზიანება, მოციმციმე არითმია, პაროქსიზმული ფორმის სატუცია ჟანგბადის გარეშე. მალევე დაეწყო ვაზოპრესორული და ინოოტროპული მხარდაჭერა და გადავიდა მართვით სუნთქვაზე.

კლინიკის მედპერსონალის მხრიდან მაქსიმალური ძალისხმევა იქნა გამოყენებული მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტის გადასარჩენად, თუმცა, პაციენტის კრიტიკული მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა”, – ნათქვამია კლინიკა “ბომონდის” განცხადებაში.

ამ დროისათვის, კლინიკის სტაციონარში მკურნალობის კურსს 82 პაციენტი გადის. მათ შორის არიან ბავშვები, ორსულები და მელოგინეები. უახლოეს დღეებში კლინიკაში ელოდებიან რამდენიმე პაციენტის გამოჯანმრთელებას.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები