მარინა ეზუგბაია: საქართველო, ჯერჯერობით, ისევ უსაფრთხო, “მწვანე ზონაში” რჩება

“საქართველო, ჯერჯერობით, ისევ, უსაფრთხო, ე.წ. მწვანე ზონაში რჩება”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

„საქართველო, ჯერჯერობით, ე.წ. მწვანე ზონაში რჩება. მილიონ მოსახლეზე პაციენტების რაოდენობითა და გარდაცვალების რიცხვით, არსებული სიტუაციით ჯერ ვრჩებით ე.წ. მწვანე ზონაში, ვნახოთ, დინამიკა როგორი იქნება“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 40 პაციენტი. ახალი შემთხვევიდან 92 აჭარას, 53 იმერეთს, 31 კი თბილისს უკავშირდება. ამასთან, საქართველოში კორონავირუსიგან კიდევ ერთი, მეოცე პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები