ჩინეთში რუსეთიდან იმპორტირებულ, გაყინულ ზღვის პროდუქტებში კორონავირუსი აღმოჩნდა

ჩინეთში ზილინის პროვინციის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრში აცხადებენ, რომ რუსეთიდან იმპორტირებულ გაყინულ ზღვისპროდუქტებში კორონავირუსი გამოვლინდა.

ინფორმაციას “სინჰუა” ავრცელებს.

ზღვის პროდუქტების შეფუთვაში ვირუსი გეგმური შემოწმების დროს გამოავლინეს.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ მომხდარის შემდეგ ყველა იმ პირის იდენტიფიცირება მოახდინა, რომლებსაც ზღვისპროდუქტთან შეიძლება ჰქონოდათ შეხება. ისინი ამჟამად ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. კორონავირუსზე მათმა ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა.

ამასთან, აღნიშნული პარტიიდან 10 კილოგრამი ქალაქ ფუიშიც მოხვდა. ადგილობრივი ხელისუფლება მოუწოდებს ყველა იმ პირს, ვისაც შეიძლება, პროდუქტთან შეხება ჰქონოდა, შემოწმებაზე გამოცხადდნეს.

შეგახსენებთ, რომ ივლისსა და აგვისტოში კორონავირუსი ეკვადორიდან შეტანილ კრევეტებზე აღმოაჩინეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები