საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge-ზე აისახა.

შესაბამისად, ეს საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მე-20 შემთხვევაა.

გარდაცვლილი პაციენტი ქუთაისში, კლინიკა “ბომონდში” გადიოდა მკურნალობას.
როგორც დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსი გოჩა გიორგიძე აცხადებს, პაციენტი ოკუპირებული აფხაზეთიდან იყო გადმოყვანილი და მისი მდგომარეობა თავიდანვე მძიმედ ფასდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები