საქართველოში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 40 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3695 -ს შეადგენს, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 40-ით გაიზარდა და მათი საერთო რაოდენობა 1534-ს შეადგენს.

ქვეყანაში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია- 4988 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები