“ცოტნე გამსახურდიას გამოჯანმრთელებისთვის ყველაფერი კეთდება, გვსურს კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადოთ საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს,” რომელიც მკურნალობის ხარჯს სრულად ფარავს”
“გვსურს კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადოთ საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს,” რომელიც სრულად ფარავს ცოტნე გამსახურდიას მკურნალობის ხარჯს, ცოტნეს რეაბილიტაციის და განკურნების პროცესი გეგმაზომიერად წინ მიდის”,- ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს.
როგორც გამსახურდია აღნიშნავს, მან ცოტნე გამსახურდია საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩთან, ლევან იზორიასთან ერთად მოინახულა.
,,დღეს, 19 სექტემბერს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გერმანიაში, ბატონმა ლევან იზორიამ, ასევე მე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა დესპანმა და საელჩოს კიდევ ორმა თანამშრომელმა მოვინახულეთ ცოტნე გამსახურდია ჰაიდელბერგის შმიდერის კლინიკაში, სადაც იგი რეაბილიტაციის და მკურნალობის კურსს გადის. როგორც ჩემი, ისე კოლეგების აზრით ცოტნე გამსახურდიას რეაბილიტაციის და განკურნების პროცესი გეგმაზომიერად წინ მიდის. ყველაფერი კეთდება მისი გამოჯანმრთელებისთვის. გვსურს კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადოთ საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს,” რომელიც სრულად ფარავს მკურნალობის ყველა ხარჯს”,- წერს კონსტანტინე გამსახურდია.