ევროკავშირი: სამხრეთ გაზის დერეფნის პროექტი დასრულების პროცესშია

სამხრეთ გაზის დერეფნის (SGC) პროექტი, კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, დასასრულს უახლოვდება. ამის შესახებ აზერბაიჯან-ევროკავშირის ონლაინ ბიზნეს ფორუმზე ევროკავშირის ადგილობრივი დელეგაციის ხელმძღვანელმა, კესტუტის იანკაუსკასმა განუცხადა.

სამხრეთ გაზის დერეფნის პროექტი ითვალისწინებს აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირებას საქართველოსა და თურქეთის გავლით ევროპაში. პროექტის მთავარი კომპონენტებია ტრანს-ანატოლიური გაზსადენი (TANAP) და ტრანს-ადრიატიკის მილსადენი (TAP).
სამხრეთის გაზის დერეფანი მეორე არარუსული მილსადენია, რომელიც ევროკავშირის ბაზარზე ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების შესაძლებლობას იძლევა და ბრიუსელის ენერგეტიკული უსაფრთხოების პოლიტიკაში სრულად ჯდება.
პირველ ეტაპზე, 2-დან 6 მლდ კბ/მ აზერბაიჯანულ გაზს მხოლოდ თურქეთი მიიღებს. 2020 წლის შემდეგ, როცა SCP-სა და TANAP-ს ოფიციალურად მიუერთდება TAP-ი, დერეფანმა უკვე 16 მლდ კბ/მ გაზი უნდა გაატაროს, საიდანაც 10 მლდ-ს იტალია წაიღებს.
უფრო შორეული გეგმებით, ამ მარშრუტით ევროპელ მომხმარებლამდე 2023 წლისთვის – 23 მლდ კბ/მ, ხოლო 2026 წლისთვის – 31 მლდ კბ/მ გაზი უნდა მივიდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები