ოთარ ანგურიძე – საპარლამენტო ოპოზიციაზე: საიდან აპირებენ ბიუჯეტის შევსებას, ამას არსად ახსენებენ, ალბათ, იმ ნაცადი მეთოდებით, რომელი მეთოდებითაც ციხის ნოტარიუსებით ხდებოდა ქონებების ნებაყოფლობითი გადაცემები სახელმწიფოზე

„ეკონომიკის არმცოდნე ოპოზიცია დიდი სითამამით იწვევს ეკონომიკის მინისტრს პარლამენტში, თუმცა, ცარიელი სკამებით  – ბოკერიას დირიჟორობით ხვდება. მაგრამ ბოკერიას ეკონომიკის ცოდნა ხომ ცას სწვდება და, აბა, სხვანაირად როგორ იქნებოდა… მაგრამ ოპოზიციას ის ავიწყდება, რომ  ეკონომიკის ამჟამინდელი  მინისტრი არა მხოლოდ მთავრობის წევრია, ის უზარმაზარი გამოცდილების პროფესიონალი ეკონომიკისტია და ეს სხვაობა მთავრობის წევრსა და ოპოზიციას შორის პარლამენტის ტრიბუნასთანაც აშკარად ჩანს“, – ასე გამოეხმაურა თსუ ანალიზისა და პროგნოზების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე, ოთარ ანგურიძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას გამოსვლას პარლამენტში, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით იმყოფება.
„გადასახადების დაწევის თემით დომინირებს „ეკონომიკის მცოდნე“ ოპოზიცია, როდესაც მსოფლიო ბანკის კვლევებით საქართველო საგადასახადო წნეხის მიხედვით მსოფლიოში მესამე ადგილზე იმყოფება და გამოდის, რომ თუ ეს წნეხი არ არსებობს, მაშინ რით უნდა მოხდეს ბიუჯეტის შემოსავლების შემცირება? მაგრამ საიდან უნდა იცოდეს იმ ოპოზიციამ, რომელთა საარჩევნო პროგრამებიც სავსეა დაპირებებით, მათ შორის, გადასახადების შემცირებითაც, თუმცა, საიდან აპირებენ ბიუჯეტის შევსებას, ამას არსად  ახსენებენ. ალბათ, იმ ნაცადი მეთოდებით, რომელი მეთოდებითაც ციხის ნოტარიუსებით ხდებოდა ქონებების ნებაყოფლობითი გადაცემები სახელმწიფოზე“, – აღნიშნავს ექსპერტი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები