ნათია თურნავა: საქართველო რეგიონში ერთ-ერთი პირველია, სადაც ეკონომიკის გაჯანსაღების ნიშნები გაჩნდა
“პანდემია და გლობალური ეკონომიკური კრიზისი ურტყამს საქართველოსაც, თუმცა, აქაც პირდაპირ კავშირშია ჩვენი ეკონომიკის გაჯანსაღების პერსპექტივა იმ ნაბიჯებთან, რომლებიც ჩვენ გადავდგით პანდემიასთან ბრძოლაში”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ პარლამენტში განაცხადა.
მინისტრის თქმით, საქართველო რეგიონში ერთ-ერთი პირველია, სადაც ეკონომიკის გაჯანსაღების ნიშნები გაჩნდა.
„საქართველო არ არის იზოლაციაში, საქართველო არის რეგიონის წევრი ქვეყანა და გლობალური ეკონომიკის ნაწილი. პანდემია და გლობალური ეკონომიკური კრიზისი ურტყამს საქართველოსაც, თუმცა, აქაც პირდაპირ კავშირშია ჩვენი ეკონომიკის გაჯანსაღების პერსპექტივა იმ ნაბიჯებთან, რომლებიც ჩვენ გადავდგით პანდემიასთან ბრძოლაში. მყირისიერად მიღებულმა პრევენციულმა ზომებმა საშუალება მოგვცა, გაცილებით უკეთ მოვმზადებულიყავით პანდემიასთან შემდგომი ბრძოლისა და თანაცხოვრებისთვის. ჩვენს ეკონომიკას საკმაოდ მძიმე გამოწვევები აქვს, თუმცა, რეგიონში ერთ-ერთი პირველია, სადაც გაჩნდა ეკონომიკის აღდგენისა და გაჯანსაღების ნიშნები. ყველაფერი კარგად არ არის, დიდი პრობლემა გვიდგას, მაგრამ ჩვენთან გაჯანსაღების პირველი ნიშნები სახეზეა. ეს უნდა დავინახოთ და მეტად გავძლიერდეთ”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.