“ერთობლივი წვრთნები შეკავების მკაფიო გზავნილს უგზავნის ნებისმიერ აგრესორს”

“წვრთნა არ გულისხმობს მხოლოდ ჩვენი ძალების ურთიერთთავსებადობის განვითარებას, ის უგზავნის შეკავების მკაფიო გზავნილს ნებისმიერ აგრესორს”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომელიც მრავალეროვნული სწავლების – “ღირსეული პარტნიორი 2020”-ის დახურვის ცერემონიას დაესწრო.
„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ ვიმყოფები დახურვის ცერემონიალზე. ეს არის წვრთნა, რომელიც აერთიანებს საქართველოს თავდაცვის ძალებს ნატო-ს მოკავშირეებთან. აშშ მოხარულია, რომ მიმდინარე წელს შეუერთდა საქართველოს, პოლონეთს, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს ორკვირიან ინტენსიურ სწავლებაში.

წვრთნა არ გულისხმობს მხოლოდ ჩვენი ძალების ურთიერთთავსებადობის განვითარებას, ის ასევე გულისხმობს მკაფიო გზავნილებს, რომელიც ეხება პანდემიის მიუხედავად სწავლების ორგანიზების უნარსა და უგზავნის შეკავების მკაფიო გზავნილს ნებისმიერ აგრესორს.
​ჩვენ შევძელით ამის გაკეთება, ძალების უსაფრთხოდ ჩამოყვანა პანდემიის მიუხედავად, საქართველოს მთავრობამ და მოკავშირე ძალებმა უსაფრთხოების აუცილებელ ზომებს მიმართეს სამხედროების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფისთვის. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს აქ ვიმყოფები“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები