საქსტატი: ეკონომიკა მე-2 კვარტალში 12.3 %-ით შემცირდა

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის II კვარტალში, წინა წელთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 12.3%-ით შემცირდა.

2020 წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 11 210.0 მლნ. ლარს გაუტოლდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის კლებამ 12.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო დეფლატორი გაიზარდა 6.3 პროცენტით.

კლება აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტი (-13.2 პროცენტი), მშენებლობა (-24.5 პროცენტი), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფისა და საკვების მიწოდების საქმიანობები (-40 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (-22.6 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (-12.1 პროცენტი), პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები (-28.8 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (-15.5 პროცენტი), ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები (-54.7 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენება (-24.1 პროცენტი). ხოლო ზრდა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (14.3 პროცენტი), განათლება (11.7 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (4.7 პროცენტი), სამთომოპოვებითი მრეწველობა (6.4 პროცენტი).

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (14.6 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (12.7 პროცენტი). შემდეგ პოზიციებს იკავებს სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (10.2 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (9.9 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (7.5 პროცენტი), მშენებლობა (6.8 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.1 პროცენტი), განათლება (5.6 პროცენტი).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები