წინანდალი კლასიკური მუსიკის ფესტივალს მასპინძლობს

წინანდლის ფესტივალი 4 დღით ბრუნდება და  კლასიკური მუსიკის მოყვარულებს  წინანდლის მამულში ეპატიჟება.
17-20 სექტემბერს მაყურებლის კონცერტებს გამართავენ  – მარტა არგერიხი, ლიზა ბათიაშვილი, ნელსონ გიორნერი, ალექსანდრ კანტოროვი, დანიელ ლოზაკოვიჩი. ასევე, ნიკოლოზ რაჭველი და ეროვნული სიმფონიური ორკესტრი კამერული შემადგენლობით და „სუხიშვილების“ ნაციონალური ბალეტი.

ორგანიზატორების ინფორმაციით, განსაკუთრებით აღსანიშნავია წინანდლის ფესტივალის წელს ჩატარება, როდესაც მსოფლიო კორონავირუსის გამო შეცვლილი რეალობის წინაშე აღმოჩნდა. ფესტივალი თავისი მასშტაბით მნიშვნელოვანი მოვლენაა ქვეყნისთვის.
სტუმრებს საშუალება ექნებათ, კონცერტებს ღია ამფითეატრში დაესწრონ დადგენილი რეგულაციების დაცვით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები