ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „F5 – 2020“

19 სექტემბერს – 16:30 საათზე, 20 სექტემბერს – 22:00 საათზე, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „F5“ გაიმართება. მასში ქართველი პოეტები, მწერლები, რეჟისორები და მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას.

ორგანიზატორების ინფორმაციით, „F5“-ის ტრადიციულ ლიტერატურულ და მუსიკალურ პროგრამას წელს პირველად თანამედროვე ქართული დოკუმენტური ფილმების პროგრამა დაემატება, რომელსაც წარმოადგენს საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი.

ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალის ლიტერატურული პროგრამის მონაწილეები იქნებიან: ზურაბ ქარუმიძე, თამთა მელაშვილი, დათო ბარბაქაძე, შაკო ბაკურაძე, ცოტნე ცხვედიანი, ქეთი ქანთარია, ანი კოპალიანი.

ფესტივალზე გაიმართება ამირან დოლიძისა და ირინა ჟორდანიას ფილმების ჩვენება და განხილვა.
საფესტივალო დღეების დასკვნითი, მუსიკალური ნაწილის მასპინძლები იქნებიან შოთა ადამაშვილი და ჯგუფი „წერილი“.

2020 წლიდან ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ქოლგის ქვეშ გაერთიანდა. თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი მწერალთა სახლის ორგანიზებით 2015 წლიდან, ყოველწლიურად იმართება და ქვეყნის ლიტერატურული პროცესების მნიშვნელოვანი ნაწილი და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კულტურული ღონისძიებაა. 2020 წელს თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი ქართველი ავტორების და მთარგმნელების მონაწილეობით რეგიონალურ მასშტაბს შეიძენს და ზუგდიდში, თანამედროვე ხელოვნების ფესტივალზე გადაინაცვლებს.

„F5“ მწერალთა სახლის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით იმართება.  ფესტივალის მხარდამჭერები არიან -გამომცემლობა „ინტელექტი“, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი (GNFC) და სამეგრელოს დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO).

ფესტივალის ორგანიზატორები არიან: ნიკა ლაშხია და გიორგი შონია.

ფესტივალის პროგრამა
19 სექტემბერი:
ლიტერატურა

17:00 – ქარუმიძე LIVE – შეხვედრა ზურაბ ქარუმიძესთან, მოდერატორი: ზვიად კვარაცხელია,
17:40 – ქალების ხმა ქართულ ლიტერატურაში, შეხვედრა თამთა მელაშვილთან, მოდერატორი: სალომე ადამია,
18:20 – ძველი პოეტური ჟღერადობის ძიებაში – შეხვედრა შალვა ბაკურაძესთან, მოდერატორი შოთა იათაშვილი,
19:00 – In memoriam – რენე კალანდიას ხსოვნის საღამო, მოდერატორი: ზვიად კვარაცხელია
19:40 – ახალგაზრდა პოეტების მარათონი: ნატალი დარასელია, ზურა ლოგუა, საბა თოდუა მოდერატორი ნიკა ლაშხია,

კინო
20:15 – ამირან დოლიძის ფილმის „ცხოველი“ ჩვენება, განხილვა,

მუსიკა
21:00 – შოთა ადამაშვილი,

20 სექტემბერი:
ლიტერატურა

17:00 – ლოგიკის მონატრება – შეხვედრა დათო ბარბაქაძესთან, მოდერატორი: პაატა შამუგია.
17:40 – ქართული თარგმანი დღეს: ტრადიცია და გამოწვევები, მონაწილეები: ქეთი ქანთარია, ანი კოპალიანი, მოდერატორი: გვანცა ჯობავა.
18:20 – ქალაქი და წმინდანები – შეხვედრა ცოტნე ცხვედიანთან, მოდერატორი: გიორგი შონია.
19:00 – ტერენტი გრანელის პრემიით დაჯილდოება.
19:40 – TIFL 2015-2019 – რეტროსპექტივა, მონაწილეები:პაატა შამუგია, შოთა იათაშვილი, ანი კოპალიანი, გაგა ნახუცრიშვილი, მოდერატორი: შოთა იათაშვილი.

კინო
20:15 – ირინა ჟორდანიას ფილმის „მარქსის ქუჩა #12“ ჩვენება, განხილვა.

მუსიკა
21:00 – ჯგუფი „წერილი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები