ხვალ “ქართული ოცნება” ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატობისა და მერობის კანდიდატებს წარადგენს

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” მოსახლეობას ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობისა და მერობის კანდიდატებს წარუდგენს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

“18 სექტემბერს, 20:00 საათზე ქუთაისში მმართველი პარტია მოსახლეობას ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ზაზა ლომინაძესა და ქუთაისის მერობის კანდიდატ იოსებ ხახალეიშვილს წარუდგენს.

წარდგენას “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი – კახა კალაძე, პრემიერმინისტრი – გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე – არჩილ თალაკვაძე და პარტიის სხვა ლიდერები დაესწრებიან.

მედია უზრუნველყოფილი იქნება პირდაპირი ეთერის პარამეტრებით.

ღონისძიების გასაშუქებლად, გთხოვთ, ელექტრონული ფოსტით მოგვაწოდოთ მედიასაშუალების წარმომადგენელთა მონაცემები”, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები