უცხოური მედია: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი კონკურენციას გაუწევს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებს

ბრიტანეთის ერთ-ერთი წამყვანი პოლიტიკური ბლოგი – “1828”, რომელიც დიდ ბრიტანეთსა და ევროპაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე სიახლეებს აშუქებს და მოიცავს საერთაშორისო და ადგილობრივ სიახლეებს, ბრიტანეთის საგანმანათლებლო სისტემის გამოწვევებზე სტატიას აქვეყნებს და წარმატებულ მაგალითად საქართველოში გახსნილი ახალი უნივერსიტეტი მოჰყავს.

პუბლიკაციის ავტორი, უილ უოლტერი განათლების სისტემის მრჩეველი დიდ ბრიტანეთსა და ევროპაში საკუთარ ბლოგში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ საუბრობს და იმ ახალ შესაძლებლობებს განიხილავს, რასაც KIU სთავაზობს სტუდენტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
განათლების ექსპერტი მიმოიხილავს იმ სირთულეებს, რომლებიც უმაღლესი განათლების კუთხით შეიქმნა ბრიტანეთში ბრექსიტის, კოვიდისა და სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე. ავტორი დეტალურად აღწერს ბრიტანეთში შექმნილ სიტუაციას და ხაზს უსვამს იმ ახალ შესაძლებლობებს, რომლებსაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი იძლევა.
განათლების ექსპერტის აზრით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი კონკურენციას გაუწევს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებს და მიიზიდავს იმ სტუდენტებს აზიიდან და ევროპიდან, რომლებიც განათლების მიღებას ბრიტანეთსა და აშშ-ში გეგმავდნენ.

სტატია იხილეთ ლინკზე –https://edu.aris.ge/

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები