პუტინმა მედვედევს “სამშობლოს წინაშე დამსახურებებისთვის” ორდენი გადასცა
რუსეთის უშიშიროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა “სამშობლოს წინაშე დამსახურებებისთვის” ორდენი მიიღო.
შესაბამის განკარგულებას ხელი რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოაწერა.
მედვედევი რუსეთის პრეზიდენტის თანამდებობას 2008 წლიდან 2012 წლამდე ასრულებდა. სწორედ ამ დროს მოხდა რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის შედეგად რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია მოხდა.
აგვისტოს ომის შედეგად, რუსეთმა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობაც აღიარა.