„შემოდგომის ლეგენდა – 2020“ დაიწყო 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და კომპანია „სილქნეტი“ იწყებს  სტუდენტურ ლიტერატურულ კონკურსს –  „შემოდგომის ლეგენდა“.

ორგანიზატორების ინფორმაციით, კონკურსი ორ ეტაპად გაიმართება:

პირველ, შიდა შესარჩევ ტურში ჟიური 10 მონაწილეს შეარჩევს, რომლებიც მეორე ეტაპზე გადავლენ და მთავარი კონკურსის –  იმპროვიზაციული ტურის მონაწილეები გახდებიან.

კონკურსის ფინალური ტური წინანდალში, ჭავჭავაძეების სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე გაიმართება.
წლევანდელი კონკურსის კონცეფციაა:  ახალი რეალობითა და რეგულაციებით შეცვლილი სამყაროს გავლენა, სადაც თითოეული ადამიანი მარტოა და ამავე დროს, სამყაროსთან კავშირშია.

კონკურსის ბოლოს სამი გამარჯვებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კომპანია „სილქნეტისგან“  სპეციალურ პრიზებს მიიღებენ:

 I ადგილი – 1000 ლარი ; კონკურსის სიმბოლო;
II ადგილი – 700 ლარი;
III ადგილი – 500 ლარი;

კონკურსში მონაწილეობა საქართველოს ყველა უმაღლესი სასწავლებლის სამივე საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტებს შეუძლიათ.

სტუდენტურ ლიტერატურულ კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით უნდა შეავსონ აპლიკაცია:

https://forms.gle/fSSBarhJPSdtwJEF7

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები