კლდის ძეგლების: ვანის ქვაბების, უფლისციხის, დავით გარეჯის საბერეების კვლევისა და რეაბილიტაციის ერთიანი პროექტი დაიწყო

“საქართველოს კლდის ძეგლების (ვანის ქვაბები, უფლისციხე, დავით გარეჯის საბერეები) კვლევისა და რეაბილიტაციის ერთიანი პროექტი დაიწყო’, – წერს სოციალურ ქსელში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი, ნიკა ანთიძე.
„ვარძიის 6-წლიანი წარმატებული პროგრამა გახდა მიზეზი იმისა, რომ საქართველოს კლდის ძეგლების (ვანის ქვაბები, უფლისციხე, დავით გარეჯის საბერეები) კვლევისა და რეაბილიტაციის ერთიანი პროექტი დაიწყო. პროექტის დამფინანსებელი და წარმმართველი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოა.
პროექტის მოწვეული ხელმძღვანლები გახლავთ კლაუდიო მარგოტინი და მიხეილ ელაშვილი

ამჯერად, ვაქვეყნებ სააბერეების კვლევის ამსახველ სურათებს“, – წერს ნიკა ანთიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები