ლიტვაში მშობლები, რომელთა შვილები კორონავირუსის გამო თვითიზოლაციაში აღმოჩნდებიან, ბიულეტენით ისარგებლებენ
ლიტვის მთავრობამ მხარი დაუჭირა წინადადებას, რომ იმ ბავშვების მშობლებმა ისარგებლონ ბიულეტენით, რომლებიც, “კოვიდ19”-ის ეჭვით, თვითიზოლაციაში აღმოჩნდებიან.
LRT-ის ინფორმაციით, შესაბამისი წინადადებით სოციალური პოლიტიკის სამინისტრო გამოვიდა. აღნიშნულით ისარგებლებენ არა მხოლოდ ის მშობლები, რომელთა შვილებს კორონავირუსი დაუდასტურდებათ, არამედ – მასზე ეჭვის არსებობის შემთხვევაშიც.
საუბარია 8 წლამდე ბავშვებზე, ბიულეტენის აღების ვადა კი 14 დღეს შეადგენს. გამონაკლისი გაკეთდება ისეთი ბავშვების მშობლებისთვის, რომლებიც განსაკუთრებულ მოვლას განიცდიან.
გადაწყვეტილებას მხარი სეიმმა უნდა დაუჭიროს.