კელი დეგნანი: ნებისმიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის მცდელობას შეშფოთებით ვუყურებთ, ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს

“ნებისმიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის მცდელობას შეშფოთებით ვუყურებთ, ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს ყველა, ვისაც კონფლიქტის მოგვარების სურვილი აქვს”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა საოკუპაციო ძალების მორიგ უკანონო ქმედებასთან დაკავშირებით განაცხადა.

დეგნანის თქმით, რუსეთმა 2008 წლის შეთანხმების ვალდებულებები უნდა შეასრულოს.

„ნებისმიერ ასეთ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის მცდელობას, რა თქმა უნდა, დიდი შეშფოთებით ვუყურებთ, ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს ყველა, ვისაც სურვილი აქვს კონფლიქტის მოგვარების. კიდევ ერთხელ გავიმეორებ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის შეთანხმების ვალდებულებები, წაიღოს უკან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება. ეს ის ვალდებულებებია, რაც 12 წლის წინ უნდა შეესრულებინა, მაგრამ ჯერ არ შეუსრულებია“, – განაცხადა დეგნანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები