ოთარ ანგურიძე: სსფ კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ საქართველომ წარმატებით გაართვა თავი პანდემიის მართვას როგორც ჯანდაცვის, ასევე, ეკონომიკური პროცესების მართვის კუთხით
მიუხედავად, იმისა რომ 2020 წელს მსოფლიო ეკონომიკამ განიცადა ვარდნა პანდემიიდან გამომდინარე, 2021 წელს აზიის განვითარების ბანკი ADB საქართველოს ეკონომიკურ ზრდას 4.5%-ს პროგნოზირებს, – ამის შესახებ ექსპერტი ოთარ ანგურიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, სსფ კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ საქართველომ წარმატებით გაართვა თავი პანდემიის მართვას, როგორც ჯანდაცვის ასევე, ეკონომიკური პროცესების მართვის კუთხით.
“მაშინ როდესაც მთელ მსოფლიოში მძვინვარებს პანდემია და აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში მოქმედებს გარკვეული სახის შეზღუდვები, რომლებიც უკავშირდება ვისურის შეკავებას. პრაქტიკულად ყველა ქვეყანამ განიცადა ეკონომიკური ვარდნა და ზოგიერთი სახელმწიფო კი, მძიმე ეკონომიკურ კრიზისში შევიდა. ამის ფონზე, კი საქართველოს მიმართ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან პოზიტიური შეფასებები არ ჩერდება და ყველა ერთხმად აღნიშნავს ჩვენი სახელმწიფოს წარმატებას პანდემიასთან ბრძოლაში.
მიუხედავად, იმისა რომ 2020 წელს მსოფლიო ეკონომიკამ განიცადა ვარდნა პანდემიიდან გამომდინარე, 2021 წელს აზიის განვითარების ბანკი ADB საქართველოს ეკონომიკურ ზრდას 4.5%-ს პროგნოზირებს და აღნიშნავს, რომ ძირითადად ზრდა მოსალოდნელია ტურიზმში, მოხმარებაში, ექსპორტსა და ინვესტიციებში.
2020 წელს ბანკი 5%-იან ვარდნას პროგნოზირებს, რასაც პანდემიიდან წარმოქმნილ პრობლემებს უკავშირებს. ADB დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის მიერ კოვიდ-19-დან მომდინარე ეკონომიკური შედეგების შესარბილებლად გადადგმულ ნაბიჯებს. კერძოდ, ეს ეხება საბანკო რეგულაციებს, საგადასახადო ადმინისტრირების შერბილებას, სოციალური პაკეტების გაფართოებას, გაჩერებული ბიზნესების ფრთხილ ამოქმედება და შიდა ტურიზმის წახალისებას.
შეფასების მიხედვით საქართველოს პროგნოზი აპრილი თვის შემდეგ გაუმჯობესებული და ინფლაციის მაჩვენებელი 2020 წელს 6%-ს პროგნოზირებს, ხოლო 2021 წელს 4,5%-ს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს მისამართით მორიგი პოზიტიური შეფასება გამოაქვეყნა. მისია ყოველწლიურად ახორციელებს ვიზიტს საქართველოში და ახორციელებს უმაღლესი რანგის შეხვედრებსა და შესაბამის კვლევას, რომელსაც შეჯამების სახით აქვეყნებენ. აღსანიშნავია, რომ ბოლო მისიის ბოლო ანგარიში პანდემიიდან გამომდინარე ვირტუალური მოკვლევისა და ოლნაინ შეხვედრების შედეგად შემუშავდა.
ფონდის მოხსენებაში განიხილავს იმ ობიექტურ მოცემულობას, რომელიც საქართველოს ეკონომიკას აქვს ეკონომიკის შეზღუდულობის კუთხით. კერძოდ, ეს ეხება ტურისტული ნაკადების შემცირებას და ძირითადი სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში მძიმე პანდემიურ სიტუაციას, რომელთა წარმატებაზე დიდწილად არის საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები დამოკიდებული.
სსფ კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ საქართველომ წარმატებით გაართვა თავი პანდემიის მართვას, როგორც ჯანდაცვის ასევე, ეკონომიკური პროცესების მართვის კუთხით. მისია აღნიშნავს, რომ მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები საგადასახადო ადმინისტრირების შემსუბუქებისა და სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების ფინანსური დახმარება აღმოჩნა ეფექტური მოსალოდნელი ნეგატიური გავლენების შეკავების კუთხით.
აქვე, მისი აღნიშნავს, რომ მოსალოდნელი რეფორმები რომლებიც უკავშირდება პენსიების ინდექსირებას, გადახდისუნარიანობის კანონის მიღებას და სახელმწიფო საწარმოების ეფექტიანობის მართვას არის პოზიტიური სიგნალი სტრუქტურული რეფორმების კუთხით და მაღალი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად.
სსფ და ADB ბოლო წლებია სტაბილურად აქვეყნებენ საქართველოს მისამართით პოზიტიურ ანგარიშსა და შეფასებებს, თუმცა, მაშინ როდესაც მთელ მსოფლიოში მძვინვარებს პანდემიასთან ბრძოლა, ფონდის მიერ მსგავსი შეფასება არის აშკარად, გამოხატული მხარდაჭერა საქართველოს მიმართ იმ გადაწყვეტილებების კუთხით, რომელიც მთავრობამ მიიღო მოსალოდნელი სოციალური ფონის დასაბალანსებლად და ეკონომიკის სტიმულირებისათვის. ეს არის მორიგი მხარდაჭერა და არღიარება საერთაშორისო ინსტიტუტების მხრიდან საქართველოში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმების მიმართ, რომელიც განხორციელდა პანდემიიდან მომდინარე საფრთხეების კვალდაკვალ. შესაბამისად, პოზიტიური შეფასებები იძლევა იმის დასკვნის საშუალებას, რომ ეკონომიკის შეზღუდვებისა და გახსნის გადაწყვეტილებები იყო დროში სწორად განსაზღვრული,”- წერს ოთარ ანგურიძე.