დონალდ ტრამპი: პუტინს და ზელენსკის ერთმანეთი ყველაფერზე მეტად სძულთ, რაც საქმეს ოდნავ ართულებს
,,პუტინსა და ზელენსკის ერთმანეთი ნამდვილად სძულთ”, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრთან, ენტონი ალბანეზესთან შეხვედრის დროს ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, „კიდევ ერთი ომი აქვს დასასრულებელი“.
„ეს რუსეთი და უკრაინაა და ვფიქრობ, ამას დავასრულებთ, მაგრამ რთული აღმოჩნდა. ეს ორი ლიდერია, რომელთაც ერთმანეთი ნამდვილად სძულთ. მათ ერთმანეთი ყველაფერზე მეტად სძულთ და ეს საქმეს ოდნავ ართულებს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.