ანდრეი სიბიგა: უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობა უსაფრთხოების გარანტიების მნიშვნელოვანი სტრატეგიული არჩევანია

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ ევროპელ კოლეგებს უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის შეხვედრის შედეგების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და მათ რუსეთზე ზეწოლისკენ მოუწოდა.

ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე ანდრეი სიბიგამ დაადასტურა, რომ კიევი მზადაა უკრაინისა და რუსეთის ლიდერებს შორის ორმხრივი შეხვედრისთვის ან აშშ-ის პრეზიდენტის მონაწილეობით სამმხრივი ფორმატისთვის.

“რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების მიღწევა შესაძლებელია, თუმცა ამისთვის საჭირო ზეწოლა, ზეწოლა და კიდევ ერთხელ ზეწოლა. ეს ერთადერთია, რაც პუტინს ესმის. ცეცხლის შეწყვეტა ნამდვილი სამშვიდობო პროცესის მთავარ ელემენტად რჩება.

ჩვენთვის ევროკავშირში წევრობა უსაფრთხოების გარანტიების ელემენტი და მნიშვნელოვანი სტრატეგიული არჩევანია. ევროკავშირში ინტეგრაციის განბლოკვა შესაძლებელია ნებისმიერი პროცედურის გამოყენებით, რომელიც საშუალებას მოგვცემს, წინ წავიწიოთ”,- ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები