უკრაინაში, მოკლული ჟურნალისტების ხსოვნის კვირეულია – დღეს “ღონღაძის მკვლელობა. სიმართლის ძიების 20 წელი” ფილმის პრეზენტაცია გაიმართება

უკრაინაში, პროფესიული მოვალეობების შესრულების დროს გარდაცვლილი ჟურნალისტების კვირეულია. თვითონ ხსოვნის დღე, ყოველწლიურად, სექტემბრის მესამე პარასკევს აღინიშნება.

გარდა ამისა, წელს – 16 სექტემბერს ზუსტად 20 წელი გადის წარმოშობით ქართველი, უკრაინელი ჟურნალისტის, გიორგი ღონღაძის მკვლელობიდან, რომელიც 2000 წელს გაიტაცეს და მოკლეს. ღონღაძის სიკვდილთან დაკავშირებული გამოძიება გადაიზარდა ხმაურიან სკანდალში და პროტესტებში მაშინდელი უკრაინის პრეზიდენტის, ლეონიდ კუჩმას წინააღმდეგ.

ღონღაძის მკვლელების ძებნა დღემდე მიმდინარეობს, თუმცა, მის სიკვდილთან დაკავშირებული ორი ადამიანი დააპატიმრეს 2005 წლის მარტში, ხოლო მესამე – 2009 წლის ივლისში. მისმა ქვრივმა, მიროსლავა ღონღაძემ და მათმა შვილებმა მიიღეს პოლიტიკური თავშესაფარი ამერიკის შეერთებულ შტატებში და ცხოვრობდნენ ამერიკაში 2001 წლამდე. ევროპის საბჭომ მიიღო რეზოლუცია №1645, რომელშიც მოუწოდა უკრაინის პროკურატურას, გამოეყენებინა ყველა შესაძლებლობა გიორგი ღონღაძის მკვლელებისა და მკვლელობის ორგანიზატორების საპოვნელად. 2005 წლის 23 აგვისტოს პრეზიდენტმა, ვიქტორ იუშჩენკომ ღონღაძეს უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა.

უკრაინის ჟურნალისტთა ეროვნული კავშირის ინფორმაციით, 16 სექტემბერს გიორგი ღონძღაძის სახელობის მემორიალური დაფა გაიხსნება. ასევე, დღეს ტელეარხზე – UA: პირველი შედგება ფილმის პრემიერა “ღონღაძის მკვლელობა. სიმართლის ძიების 20 წელი”.

გარდა ამისა, მიმდინარე კვირას სხვა გარდაცვლილ ჟურნალისტებს გაიხსენებენ და სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი. გაიხსენებენ: გაზეთ “საღამოს ოდესა”-ს რედაქტორს ბორის დერევიანკოს, ვადიმ კომაროვს, ვასილი სეგიენკოს, ანატოლი კრასნოჟონსა და სხვებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები