გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულებმა სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვეს

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულებმა მცხეთის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

როგორც ადვოკატებმა განმარტეს, სასამართლო სხდომის დატოვების მიზეზი მტკიცებულებების დასაშვებობის შესახებ მოსამართლის გადაწყვეტილება გახდა. კერძოდ, მკვლელობაში ბრალდებულების ადვოკატების განმარტებით, მოსამართლემ საქმიდან დაცვის მხარის იმაზე მეტი მტკიცებულება ცნო დაუშვებლად, რასაც პროკურატურა ითხოვდა.

ბრალდებულ არჩილ გაგნიძის ადვოკატის, ვასილ მამულაშვილის განმარტებით, მას შემდეგ, რაც ბრალდებულებმა სხდომა დატოვეს, მოსამართლემ შესვენება მოითხოვა და საბადრაგო სამსახურს ბრალდებულების პროცესზე დაბრუნება დაავალა.

ჯერ უცნობია, როგორ გაგრძელდება გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების სხდომა, რომელიც მცხეთის რაიონულ სასამართლოში დილიდან მიმდინარეობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები