ბათუმის სათნოების სახლში ბენეფიციარებს კორონავირუსი დაუდასტურდათ
კორონავირუსი ბათუმის სათნოების სახლში დადასტურდა.
როგორც ბათუმის სათნოების სახლის დირექტორმა, დეკანოზმა იოანე ბარამიძემ განაცხადა, კორონავირუსი 5 ბენეფიციარსა და ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა.
“გვყავს 5 მობინადრე და ერთი თანამშრომელი დაინფიცირებული. თანამშრომელი 2 სექტემბრიდან დაწესებულებაში არ ყოფილა. ვიცით, რომ ქორწილში იმყოფებოდა, როდის – არ ვიცით. ადგილზე მოსულები იყვნენ ეპიდემიოლოგები, მოგვცეს რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. გუშინდელის შემდეგ ყველა თანამშრომელი და მობინადრე შენობაში იმყოფება, დღეს უკვე თანამშრომლებს საკარანტინე სივრცეში გადაიყვანენ”, – აცხადებს სათნოების სახლის დირექტორი, დეკანოზი იოანე ბარამიძე.
ცნობისთვის, საქართველოში დღეს კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან აჭარის რეგიონში 124 დაფიქსირდა.