თელავის წყლის ინფრასტრუქტურის პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

თელავის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ტენდერი გამოაცხადა. წინადადებების მიღება 25 სექტემბერს დასრულდება. დაგეგმილი საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 8,493,000 ლარია.

როგორც “კვირას” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან აცნობეს, დაგეგმილი სამუშაოების ითვალისწინებს „წიწმატიანის“ სათავე ნაგებობის რეაბილიტაციის, სატუმბი სადგურისა და მაგისტრალური წყალდენის პროექტირება-მშენებლობას. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ პროექტი 5 თვეში უნდა მოამზადოს, სამუშაოები კი 18 თვეში დაასრულოს.

“დღეის მდგომარეობით „წიწმატიანის“ ტერიტორიაზე არსებული ყველა ნაგებობა ამორტიზებულია გარდა დრენაჟისა. „წიწმატიანის“ წყლის სათავე ნაგებობა 90-იანი წლებიდან არ ფუნქციონირებს. წიწმატიანის ხევის წყლისამრიდი სისტემის უქონლობის გამო დატბორილია მისასვლელი გზა და ტერიტორიის დიდი ნაწილი. არსებული პირველი სატუმბი სადგური საჭიროებს გასუფთავებასა და კონსერვაციას.
ამ ეტაპზე, თელავის მოსახლეობას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება. დაგეგმილი სამუშაოების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზრდება წყლის დებიტი, პარალელურად თელავში აქტიურად მიმდინარეობს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის მესამე ფაზის I ეტაპის სამშენებლო სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც ეწყობა ჭაბურღილები და მიმდინარეობს მოსახლეობის სრული გამრიცხველიანება. აღნიშნული პროექტების დასრულების შემდე, მოსახლეობას საგრძნობლად გაუუმჯობესდება წყლის მიწოდება. ასევე, თელავის წყლის სისტემის სრულად მოწესრიგებისთვის დაგეგმილია კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი, რომლის დასრულების შემდეგაც ქალაში მცხოვრებ 30 000-მდე ადამიანს უწყვეტი წყალმომარაგება ექნება,”- ნათქვამია წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები