ილიკო და ნინო სუხიშვილებს ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემია მიენიჭათ

ფონდის წევრები წლის ლაურეატებთან ერთად

პროექტის – „დღე როცა ვერ მოჰკლეს ილია“ – ფარგლებში წელს მეოთხედ გაიმართა „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის“ ყოველწლიური ჯილდოს„ ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემია – საზოგადოების განვითარებისათვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის“ გადაცემის ცერემონია.
„ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემია – საზოგადოების განვითარებისათვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის“,  საბჭოს გადაწყვეტილებით, 2020 წელს გადაეცათ ილიკო და ნინო სუხიშვილებს.
წინა წლებში პრემია მინიჭებული აქვთ: საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია II-ს, მწერალ როსტომ ჩხეიძეs და „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიას – SOVLAB“-ს.

მაყურებელი

დაჯილდოების ცერემონია გაიმართა  რუსთაველის გამზირზე, პირველი გიმნაზიის წინ მოწყობილ ღია სცენაზე, ილიას მკვლელობის დღისადმი მიძღვნილი, საზოგადოებრივი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივის“ პროექტის ფარგლებში. დაჯილდოების შემდეგ კი, წარმოდგენილი იყო ნ. დუმბაძის სახ. მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრის სპექტაკლი „საუკუნის მკვლელობა“ (ავტორი და რეჟისორი გიორგი სავანელი).

 

სცენა სპექტაკლიდან -„საუკუნის მკვლელობა“

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები