ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ 19 კიდევ 15 ადამიანს გამოუვლინდა, სულ 572 დადასტურებული შემთხვევაა.
კორონავირუსთან ბრძოლის ე.წ. ოპერატიული შტაბის მონაცემით, გუდაუთის კლინიკაში ამჟამად 53 პაციენტი მკურნალობს, მათგან 6-ის მდგომარეობა მძიმე, ხოლო 11-ის საშუალო სიმძიმის არის.
ასევე, განახლებული სტატისტიკის მიხედვით, ვირუსი კიდევ 6-მა პირმა დაამარცხა. ჯამურად, 164 გამოჯანმრთელებულია.
ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვირუსს 6 პაციენტი ემსხვერპლა.